გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“პოლიტიკოსებმა და მათმა ,,თავყვანისმცემლებმა” თავისი არჩევანი უკვე გააკეთეს,დარჩა საზოგადოების მნიშვნელოვანი-ღირსეული ნაწილი,რომელიც ამ ,,ფარსში” მონაწილეობას არ ღებულობს.საზოგადოების სწორედ ეს ნაწილი მოტივირებულია გაერთიანდეს, საერთო-სახალხო მოძრაობაში “ქართული მისია – ღირსეული საქართველო”! –
საქართველოში არსებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და თუ გნებავთ, ფსიქოლოგიური არასახარბიელო მდგომარეობიდან გამომდინარე, ეროვნული სულისკვეთების მქონე პიროვნებებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყნის და ერის წინაშე! დიახ, ერის ზნეობა უპირველესი საკითხია, ვინაიდან უზნეო, ღირსება დაკარგული ერი და ქვეყანა, ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის! ამიტომ მიგვაჩნია, რომ მძლავრი საერთო-სახალხო მოძრაობა უნდა შეიქმნას, ფეხზე უნდა დავაყენოთ მთელი საქართველო!!! დღეს, მოახლოევებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიძულვილით აღსავსე არაჯანსაღ გარემოში, რომელიც ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობას და საზოგადოებრივი დესტაბილიზაციის საფრთხის შემცველია, ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ საერთო-სახალხო მოძრაობა, “ქართული მისია – ღირსეული საქართველო”, რომელიც რევანშისტი ნაცების, მისი დანაყოფების და გაკოტრებული ქოცების ალტერნატიული სახალხო ძალა იქნება! დიახ, ჩვენმა საერთო-სახალხო მოძრაობამ ახალი კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის მეშვეობით უნდა შეცვალოს არსებული ანტიხალხური მანკიერი პოლიტიკური სისტემა და დააფუძნოს სამართლიანი, დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გარემო, რაც საქართველოში გარანტირებულად წარმოშობს ჯანსაღ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებს!!
ეს არ არის მარტივი საქმე, რადგან საერთო – სახალხო მოძრაობა “ქართული მისია – ღირსეული საქართველო”-ს შექმნის მთავარი მიზანი იქნება პოლიტიკურად გახლეჩილი და დაპირისპირებული ქართული საზოგადოების გაერთიანება, რადგანაც სასწორზე დევს თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი!!! იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ კრიზისული მდგომარეობიდან, ჩვენს მოძრაობას მოუწევს უზარმაზარი ძალისხმევის გაღება, რომელიც დაეფუძნება პიროვნების ღირსებას, სამშობლოსადმი ერთგულებას, ქართული სახელმწიფოს თავდადებულ მსახურებას!!!
ამგვარად, საერთო-სახალხო მოძრაობა “ქართული მისია – ღირსეული საქართველო” გააერთიანებს საზოგადოების ყველა იმ ღირსეულ წევრს, რომლისთვისაც ეროვნული და პიროვნული ღირსება წარმოადგენს უპირველეს ღირებულებებს!!! დიახაც, სწორედაც ეროვნული და პიროვნული ღირსების მატარებელი ადამიანების ერთობით უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომლის უმთავრესი მისია იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქის ეროვნული და პიროვნული თავისუფლების დაცვა, რაც იქნება მყარი გარანტია საქართველოს და ქართველი ერის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და შეუქცევადი განვითარებისა!!!”