ეგზიტპოლებს ყველაზე დემოკრატიული არხი დაითვლისო და ეს იქნება არჩევნების უტყუარი შედეგიო! – ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს:
„ბოროტი კაცი (და ქალიც–რ.ს. ) დანიაშიც ბოროტია“
შექსპირი. „ჰამლეტი“.
ეს რა კარგი რამ მოიგონა ჩვენმა სოვდაგარ–მეტისმა?!
ეგზიტპოლებს ყველაზე დემოკრატიული არხი დაითვლისო და ეს იქნება არჩევნების უტყუარი შედეგიო!
არხს მგონი „სამგორი-3“ ჰქვია!
და საქართველოში მოპარული ფულით არსებობს (ამბობენ, ჩრდილოეთის დათვიც უხდისო ჯამაგირს – დათუნას ხომ ძალიან აწყობს საქართველოს სათავეში ბოროტი „დანიელები“ იდგნენ! )
ვაშა ამუნებს!” – წერს რობერტ სტურუა.
კომენტარები