„ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ავტომანქანა მძევლებით, ზუგდიდიდან აფხაზეთისკენ მოემართება.“- ამის შესახებ აფხაზურ მედიას საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განუცხადა.
მან უპასუხა გავრცელებულ ვერსიას, რომ გამტაცებელი სწორედ აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გადაკვეთას გეგმავდა.
თავის მხრივ, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა კონსტანტინ ფილიამ აღნიშნა, რომ დამნაშავე ვერ შეძლებს „საზღვრის“ გადმოკვეთას.
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ამ დრომდე მიმდინარეობს გათავისუფლებული მძევლების გამოკითხვა. ნაწილმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
შსს-ს ინფორმაციით, სულ შეიარაღებული პირისგან 43 მძევალი გათავისუფლდა.
გამტაცებელმა ტერიტორია სამ მძევალთან ერთად დატოვა. მათ შორისაა გავრცელებული ინფორმაციით, სამხარეო პოლიციის უფროსი.
უცნობი ამჟამად ასად იმყოფებიან ახლა ისინი. ბოლო ინფორმაციით თავდამსხმელი მძევლებთან ერთად სამეგრელოს ტერიტორიაზე გადაადგილდება და მიმდინარეობს დევნის სპეცოპერაცია.