სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ზუგდიდის სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„არა ბიჭო, ის იყო “შემდგარი სახელმწიფო”, არმიით რომ ბლიც-კრიგით შეცვივდნენ აფრასიძეებში , “გაუბიცები” დააყარეს და იმისთანა ცეცხლი გააჩაღეს, სოფელი გადაბუგეს, უპრაგონოდ ისროდნენ, დაჭრეს, დახოცეს, ქალები და ბავშვებბი დაასახიჩრეს თუ ფიზიკურად, თუ ფსიქიურად … და ეს ყველაფერი ორი კინკილა კრიმინალის ასაყვანად!
იმდენი ქნეს, ყაჩაღები ჩაგრულ მსხვერპლებად აქციეს და სახელმწიფო კიდევ მტარვალ ტერორისტად, კაციჭამია არმიით, ვამპირი პოლიციით!..
მოგიდღანთ ტოტალიტარული ნაცხ-ნაწყლ რეჟიმი და სავკოვი მონური ფსიქოლოგია, ვისაც ეგ გევასებოდათ!
მომინდომეს აქ სხვის შვილებზე “ბესლანი”, ტელევიზორებთან წამოპლაკულმა …ლეებმა!
პ.ს. გინდაც ბიუჯეტის ფული წაეღო ამ ტერორისტს, კაცზე 1 ლარი გვიწევს, რა იყო, ძალიან დაგვენანა, გადარჩენილი სიცოცხლეების სანაცვლოდ?!
ან კიდევ რამდენი ასეთი ყაჩაღობა უნდა მოხდეს? მაქსიმუმ 10-20 ლარი დაგვეხარჯოს თითოს?! ბოლო-ბოლო ხომ მორჩება? სად წავლენ, სავსეა დიდი ქალაქები კამერებით და ყოველ დღე ათასობით ამატებენ პატარებშიც!.. კონფიგურაციით გცნობს.. 21-ე საუკუნეა გარეთ!.. თუ ბანკის ფული წაიღო, ერთი მაგათი დედაც კიდევ… კარგით რა, მართლა და მართლა!
და ვინც სალიკვიდაციო იყო, ასეთი ტერორისტები, კი გაანადგურეს ბერი სალოსის ქუჩაზე და არ მისცეს ტერორისტული აქტის ჩატარების საშუალება, შეეწირა ჩვენი ვაჟკაცი სპეც-რაზმელი!
და ახლა არ ღირდა სიცოცხლის ფასად, არა! გაიგეთ რა! რისთვის უნდა გაერისკათ სხვისი შვილების სიცოცხლე?!“.
21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა.
თავდამსხმელი ამ წუთამდე იძებნება. ბოლო ადგილი, საიდანაც მისი კვალი იკარგება, სავარაუდოდ, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეა.