საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალექსანდრე ქანთარია „ქართუ ჯგუფის” დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, ელდარ გოგოლაძის მიერ „მთავარი არხის” ეთერში 25 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
2012 წლის გამარჯვება კიდევ ცალკე აღნიშვნის ღირსია. ჰოდა, ღირს ამდენი სიკეთის გაკეთება? მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, პასუხი ცალსახაა – ღირს, ღირს, რა თქმა უნდა, ღირს! სიმართლე სინათლეა და არჩევნებამდე დარჩენილ დროში, რამდენი ტალახიც უნდა ისროლონ, სიცრუისა და უმადურობის რა ნიაღვარიც უნდა წამოვიდეს, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს. 31 ოქტომბერს კი საქართველოს უმრავლესობის დიდი ნაწილი ამ სიკეთისა და გამარჯვების თანამონაწილე გახდება. გახდება, რადგან სანთელ-საკმეველი თავის გზას არასდროს კარგავს; და კიდევ, ის, რაც მარადიულია და დროს არ ექვემდებარება არის – „ბოროტსა სძლია კეთილმან…”, – წერს ალექსანდრე ქანთარია.