ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია, – ასე განმარტა „ნაციონალური მოძრაობის“ წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერზესიის პირველი ნომრის ბუბა კიკაბიძის მიერ „თბილისოს“ რუსულად შესრულება.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს.
„სინამდვილეში ამბავი იყო ასე. ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. ბუბა რისი ბუბაა,რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი. ჰოდა, თავის თავზე აიღო, ვითომ არაფერი. სინამდვილეში სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა, როცა მიხვდა სხვის შეცდომას. ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
კომენტარები

