დმანისში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი მერაბ ოქრიაშვილი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა გუჯა ოქრიაშვილმა მიაწოდა.
მისივე ინფორმაციით, დაჭრილი თბილისში მდებარე „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაჰყავთ. ამასთან, როგორც გუჯა ოქრიაშვილმა განაცხადა, არ აქვს ინფორმაცია, ვინ დაჭრა მერაბ ოქრიაშვილი.
კომენტარები