დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის არჩევნებში ენდი ბერნემი ფავორიტად რჩება. BBC-ის ინფორმაციით, პარტიის 403 დეპუტატიდან 322-მა მის კანდიდატურას უკვე დაუჭირა მხარი.
ბრიტანული ტელეარხი წერს, რომ ბერნემი ამ დროისთვის ერთადერთი ოფიციალურად გამოცხადებული კანდიდატია. მას მხოლოდ ერთი დეპუტატის მხარდაჭერა აკლია იმ ზღვრამდე, რომლის შემდეგაც კონკურენტის გამოჩენას აზრი აღარ ექნება.
„ლეიბორისტი“ დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ჯერ ვერ შეძლო, თუმცა პარლამენტში დაბრუნების შემდეგ ბერნემის მხარდაჭერას გეგმავს.
თუ კანდიდატად სხვა პოლიტიკოსი არ დარეგისტრირდება, როგორც ამას ამჟამად ელოდებიან, ბერნემი „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერად მომავალ კვირაში გამოცხადდება, ხოლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 20 ივლისს დაიკავებს.
„გულითადად მადლობელი ვარ „ლეიბორისტი“ დეპუტატების, რომლებმაც პარტიის ლიდერად ამირჩიეს. ეს მხარდაჭერა პარტიის სხვადასხვა ფრთიდან მოდის და ასახავს საერთო რწმენას, რომ ბრიტანეთს პოლიტიკისადმი ახალი მიდგომა სჭირდება“, – განაცხადა ბერნემმა.
