რაც შეეხება ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციებს, ჩვენ წინასწარ ვამბობდით, რომ მათი მიზანი ამ არჩევნებში პოზიტიურად, კონსტრუქციულად მონაწილეობის მიღება არ არის, არამედ მათი მიზანია, ჩრდილი მიაყენონ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს და მას წინასწარ უნდობლობა გამოუცხადონ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მას კითხვით მიმართეს, ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგებზე გაკეთებული განცხადებებთან დაკავშირებით,
მისივე თქმით, უკვე გამოქვეყნდა პარალელური დათვლის შედეგები, სადაც ცდომილება პრაქტიკულად მინიმალურია და საბოლოო შედეგებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.
თალაკვაძის განცხადებით, აღნიშნული ნიშნავს, რომ ცესკოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის ძირითადი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც, ასევე, პრაქტიკულად იგივე შედეგებს აქვეყნებენ, რაც ამ მომენტისთვის ცესკოს ვებგვერდზეა მოცემული.
„ეს ნიშნავს, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის ხმა, მატი გადაწყვეტილება მაქსიმალურად ზუსტად იყო ასახული არჩევნების შედეგებში, იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური პადემიაა და კოვიდ 19-თან დაკავშირებული პრობლემები, რისთვისაც ჩვენ მაქსიმალურად მოვემზადეთ, საზოგადოებას მივეცით წინასწარ რეგისტრაციის შესაძლებლობა და ხმის მიცემის შესაძლებლობას.
რაც შეეხება ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციებს, ჩვენ წინასწარ ვამბობდით, რომ მათი მიზანი ამ არჩევნებსი პოზიტიურად, კონსტრუქციულად მონაწილეობის მიღება არ სრის, არამედ მათი მიზანია ჩრდილი მიაყენონ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს და მას წინასწარ უნდობლობა გამოუცხადონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ეს შედეგები ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ან ცესკოსი არ არის. შესაბამისად, ყველას მოუწოდა, პატივი სცეს, საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას.