ავსტრიაში საქართველოს ელჩი მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ თავშეყრის ადგილებს, რადგან ვენაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილი Facebook-ზე წერს.
მის ამ მოწოდებას ავსტრიის დედაქალაქში სროლა უძღოდა წინ, რასაც წინასწარი ინფორმაციით, 7 ადამიანი ემსხვერპლა.
„ვენაში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, თავი აარიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და დარჩით სახლში. საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე:+43676 3259839“, – წერს ქეთევან ციხელაშვილი.
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სინაგოგასთან სროლისას სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები

