თქვენ არ იცით კულუარული მოვლენები, რომელიც ამ დაპირისპირებას უძღოდა, – ასე გამოეხმაურა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი 2 ნოემბერს მთავარი არხის“ ეთერში „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერის ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას.
„მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არის და მას ვერავინ განდევნის. ოპოზიციური ერთობა ნებისმიერ ფასად იქნება შენარჩუნებული“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.
2 ნოემბერს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის „მთავარი არხის“ ეთერში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კომენტარები