ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ უფლებას, რომელსაც გამოიყენებენ ოპოზიციური ჯგუფები, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, – ეს განცხადება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
თუმცა ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ მანდატების დათმობის გადაწყვეტილებით, ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩეველი მიატოვა.
„მათ საკუთარი ამომრჩეველიც კი არ აინტერესებთ და ისინი პანდემიის დროს მიატოვეს ისე, რომ გადაწყვიტეს მათი მომხრეების ხმა არ ისმოდეს პარლამენტში, ამას საზოგადოება განსჯის. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია კარგავს ამ ამომრჩეველს, თურმე აღმოჩნდა, რომ მათ მომხრეებსაც ხმა „ნაცმოძრაობისთვის“ მიუციათ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
კომენტარები