გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 20 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 33 459. გარდაიცვალა 401 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები

