მსახიობმა თათული დოლიძემ ნაციონალური მოძრაობის შესახებ Multimedia.ge-სთან ისაუბრა. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს ჰყავს კერპთაყვანისმცემლობით შეპყრობილი ადამიანები და ეს არის ერთგვარი სექტა.
“ამათ, თუ ცხვირზე და თვალზე არ ააფარე ფაქტები, თუმცა მაშინაც შეუძლიათ უარყონ ყველაფერი. მათთან დიალოგში შესვლა აბსოლუტური უაზრობაა, ეს არის ადამიანების კატეგორია,რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ ბელადი, მუდმივად ვიღაცას უნდა დაემონონ, სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლიათ და ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ან რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, რომ რამე შევაგონოთ, არაფერი იქიდან არ გამოვა.
ეს არის სექტა, ხვალვე რომ დაუხოცონ ყველა, მაინც დაიძახებენ, მიშაო, ამიტომ, ასეთ კატეგორიასთან ლაპარაკს ან აზრის გამოთქმას,არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ყველა, მაგრამ იმ ქვეყნად რომ წავლენ, ალბათ დაიბარებენ, რომ მიშას პორტრეტი ჩააყოლონ”– განაცხადა თათული დოლიძემ Multimedia.ge-სთან საუბრისას.

