პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი გოგავა მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების საუბრის აუდიოჩანაწერს ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:
„სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ ძალადობრივი გზით. „კოჰაბიტაციის” იდეის ავტორები და დამცველები რას ფიქრობენ ნეტავ?! თანაც აღიარებენ, რომ წაგებული გვაქვსო. იურისტებს მივმართავ: არის თუ არა ეს ჩანაწერი საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ აღიძრას საქმე ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების საგანზე და წარმოადგენს თუ არა ეს ჩანაწერი საფუძველს იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” მოიხსნას არჩევნებიდან?” – წერს ირაკლი გოგავა.
კომენტარები