საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოს „უკეთესი მომავლის მხარდაჭერისთვის“ კოგრესმენ ჯო უილსონს მადლობას უხდის.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენი ხალხისთვის წარმატების მიღწევის გზაზე, ყველა გამოწვევის დაძლევაში დაგვეხმარება. ჩვენ განვაგრძობთ აშშ-სთან თანამშრომლობას დემოკრატიის გასაძლიერებლად“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.
Grateful to our 🇺🇸 friend @RepJoeWilson for voicing his support toward the better future of 🇬🇪. I believe that 🇬🇪🇺🇸 strategic partnership can help us overcome all the challenges for the success of our nations. We will continue to stand w/ 🇺🇸 for the cause of freedom & democracy.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi)
კონგრესმენი ჯო უილსონის განცხადებით, გლობალური პანდემიის პირობებში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უსაფრთხო, მაღალი აქტივობის, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა.