პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად დიალოგს უალტერნატივო საშუალებად თვლის “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი. მისი თქმით, ყველა ხედავს, რომ ქუჩაში პროცესების განვითარება რისკია, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის და რისკის აცილების ერთადერთი საშუალება დიალოგია:
“ყოველთვის მივდივარ სალაპარაკოდ, თუ არ მომეწონება მერე ვიტყვი, რომ ვერ გავიგე, ან არ მომეწონა, ისეთი რამე შემომთავაზეს რაც არ მომწონს, მაგრამ საერთოდ ვერ ვხვდები როგორ შეიძლება დიალოგზე უარის თქმა. შედეგი უნდა იყოს, რომ ეს პროცესი გადავიდეს ნორმალურ პოლიტიკურ ჭრილში. მე ქუჩაში პრობლემას კი ვერ ვხედავ, ქუჩა არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი, ქუჩამ ხელი უნდა შეუწყოს მოლაპარაკების პროცესის დაჩქარებას და ფაქტობრივად კატალიზატორია, იმიტომ რომ ყველა ხედავს, ქუჩა რისკია ორივე მხარისთვის, შესაბამისად, შენ თუ გიჟი არ ხარ და რისკის აცილება გინდა, ლაპარაკი ერთადერთი საშუალებაა,” – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.