საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცოლი, ნინო ჟვანია დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„როგორ დაკარგეს სახე გოგორიშვილმა და ბარამიძემ. სამარცხვინოა. სკამებზე გაცვალეს ყველაფერი“, – წერს ნინო ჟვანია Facebook-ის პირად გვერდზე.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ და ოქმების ბათილად ცნობას ითხოვდნენ.
ცესკოში სხდომაზე თამარ ჟვანიასა და „ევროპული საქართველოს” წარმომადგენელ ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
კომენტარები