ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, 2020 წლის ივნის-აგვისტოს თვეებში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაისუბნის დარბაზულ ეკლესიას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სარესტავრაციო პროცესის მსვლელობისას, რომელიც შპს „ანდამატმა“ შეასრულა, ეკლესიის ინტერიერიერში და ფასადზე მორღვეული და დაზიანებული საპირე წყობა აღდგა ადგილობრივი ქვით, გამოქარვული ადგილები კი ამოიგოზა სპეცკირხსნარით, გათლილი ქვით მოეწყო თარო-კარნიზები, ხოლო კამარა, კონქი და თაღები კი ნატეხი ანანურის ქვით, სახურავის გაკეთებისას კრამიტის ქვედა ნაწილი შეივსო კირდუღაბის ხსნარით, რის შემდეგაც სახურავი გადაიხურა ქართული კრამიტით, ტაძრის იატაკიც ადგილობრივი ქვით მოეწყო, რაც შეეხება კარ-ფანჯარას იგი ხის მასალით გაკეთდა, ეკლესიის ირგვლივ მოეწყო სარინელი.
სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მონიტორინგით წარიმართა.