გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მიხეილ სააკაშვილის და გუშინ, პარლამენტის წინ გამართული აქციის შესახებ წერს.
„გავიგე, რომ ხალხი მოატყუეს, სხვა მიზნით მიიყვანეს და მერე უჩუმრად, საცვლებიდან თაბახები დააძრეს სააკაშვილზე.
უზრდელები არიან.
ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ აქციაზე იმ მიზნით მივდივართ, რაც გვაერთიანებს – არჩევნების გაყალბება.
ვერც იმას ხედავენ, რომ ჩვენ აქციაზე არ დავრბივართ ტრანსპარანტებით, რომ ბიძინა და მიშა ბოროტების ორი თავია – არადა ასე ვფიქრობ, უბრალოდ ზრდილობა მყოფნის იმათ არ შევტენო, ვინც არ მეთანხმება ისეთ აქციაზე, სადაც მოთხოვნაში ერთიანები ვართ.
ვერც იმას ხვდებიან, რომ აქციის მოთხოვნებს თუ ცვლი, მონაწილეებს უნდა შეუთანხმო და იმათ გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ეგეთ აქციაში მონაწილეობა.
უწესო და ველური ძალაა, რომელთანაც მხოლოდ სანიტარული კორიდორი თუ უშველის დანარჩენ ოპოზიციას.
მაგრამ კერპმა რა ქნა? აიღო ბილეთი?
ხო გაანძრიეს? ჩამოვიდა?
P.S. აქვე კიდევ ერთხელ დავძენ, რომ სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილება იყო გაქცევა და მისი პირადი გადაწყვეტილებაა ჩამოსვლაც.
მაგრად გვკიდია რას იზამს“, -წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.