ძალიან ცუდია როდესაც სამარცხვინო პიროვნება აკეთებს სამარცხვინო განცხადებას და პროვოცირებას გეგმავს საკუთარი მოქალაქეების დაპირისპირების, – ასე გამოეხმაურა გია ვოლსკი ლევან ვარშალომიძის განცხადებას. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით,
„ესაა ის რელობა, რომელშიც ვცხოვრობდით და მადლობა ღმერთს რომ სადისტური მმართველობა რომელიც ვარშალომიძის პირობებშიც ხორციელდებოდა, დღეს არ არის შესაძლებელი. და ამ ადამიანებს დღეს მხოლოდ ასეთი სპონტანური თუ დაგეგმილი ღონისძიებების ანტისახელმწიფოებრივი ღონისძიებების რესურსი გააჩნიათ. ეს ადამიანები, მათ შორის ვარშალომიძის განცხადებას თუ მივყვებით, გეგმავენ საქართველოში სახელმწიფოში საზოგადოების ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებას. არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა დავუშვათ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალდამცავები არ დაუშვებენ ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებას. სამართალდამცავები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნებით და პასუხისმგებლობით ვიდრე ეს ვიგინდარა პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ ადამიანები დააპირისპირონ ერთმანეთს“, – განაცხადა ვოლსკიმ.