“დავიჯერო, “კონიუნქტურშჩიცად” იქეცით ეს ერთ დროს უპრინციპულესი ადამიანი”, – ასე მიმართავს „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში კონსულტანტი, ლაშა ნაცვლიშვილი ნინო ბურჯანაძეს სოციალურ ქსელში, სადაც ბურჯანაძისა და პუტინის ფოტოებს აქვეყნებს.
„ეს ფოტოები რატომ არ დევს თქვენს ფეიჯზე, ქალბატონო ნინო, ბაიდენთან შეხვედრის ფოტო რომ გამოგიმზეურებიათ? დავიჯერო, კონიუნქტურშჩიცად იქეცით ეს ერთ დროს უპრინციპულესი ადამიანი? ყოფილი თანაპარტიელი გუბაზი გეტყოდათ ამაზე:
„მითხარი, ნინო, რატომ არ დებ პუტინთან გადაღებულ ფოტოს? გრცხვენია, ნინო? რატომ გცხვენია?!”. თუმცა, ეგ ვისი თანაპარტიელი აღარ იყო. ისე, რა დაგავალათ ვლადიმეროვიჩმა პაკლონნაიაზე, მიშას უკეთე პაკლონებიო?“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
კომენტარები