კახი კახიშვილმა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ფედერაციას უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 40-მდე ძალოსნობის დარბაზი აშენდა, ლაშა ტალახაძე კი საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად ზედიზედ სამჯერ დასახელდა.
ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, წესდების მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს და ყრილობის საბოლოო თარიღი უახლოეს მომავალში გაირკვევა.
კახიაშვილი აცხადებს, რომ თუ დელეგატები მის კანდიდატურას კიდევ ერთხელ წარადგენენ, ის მზად არის პრეზიდენტის პოსტი კიდევ ერთი ვადით დაიკავოს.
კომენტარები