„ლელო საქართველოსთვის” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. პარტიის ერთ-ერთი წევრი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ საერთო ოპოზიციურ ფორმატში მსჯელობენ ე.წ. ჯაჭვის გაკეთებაზე სოციალური დისტანციით.
„დანარჩენი დეტალები ამ შეხვედრაზე შეთანხმდება. მთავარია, რომ ამ საპროტესტო გამოსვლებს ვგეგმავთ ერთიან ფორმატში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ოპოზიცია მთელ ამ ქმედებებში არის ერთიანი ამ გაყალბების და ტყუილის წინააღმდეგ”,- განაცხადა საბა ბუაძემ
კომენტარები

