ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ეს ერთიც და მორიგ წამოყროყინებამდე თავს ვანებებ:
ლევან ბერძენიშვილი, როგორც ერთი სუბიექტი არის ჩვეულებრივი თაღლითი, რომლისგანაც აგრესიული ლიბერალიზმის იდეოლოგებმა შექმნეს ე.წ. ინტელექტუალის სახე და თავიანთი მედია საშუალებების მეშვეობით სცადეს დაემკვიდრებინათ აზრი, რომ 2003 წლამდე საქართველოში განათლებული ადამიანი არ არსებობდა და მხოლოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ გაგვიმართლა და ეს მიმალული განძი აღმოვაჩინეთ.
არადა ყველაფერი ძალიან მარტივია. ეს არსება, რომელიც ხალხში მოარული ხმებით, საბჭოთა კგბ–ს ჩვეულებრივი „ნასედკა“ იყო, არის ის პროდუქტი, რომელიც შექმნა სააკაშვილის ხელისუფლებამ და ახალგაზრდობას შესთავაზა.
ბევრ თქვენგანს ემახსოვრება საბჭოური იდეოლოგიის იმ მიმართულების ჩვეულებრივი გამოვლინება, რომლითაც საბჭოთა ფილმებში დაბნეული და წვერცანცარა ინტელიგენტის (აკადემიკოსები, ლიტერატორები დ.ა.შ.) სახით იქმნებოდა. იმ ინტელიგენტის რომლებიც მხოლოდ პროლეტარიატიდან გამოსული მყარი იდეოლოგიის მატარებელი ახალგაზრდა ბოლშევიკის წყალობით (ახალგაზრდა გოგონა რომელიც მასთან მუშაობს და მისი შეყვარებული სამოქალაქო ომიდან დაბრუნებული, მაზუთში ამოგანგლული ზეინკალია) თავს დაიხსნიდა ბურჟუაზიის კლანჭებიდან და ჭეშმარიტებას ეზიარებოდა.
მისი კომიკური სახით ნაცებმა სცადეს სწორედ ასეთი „გამოსწორებული ინტელიგენტის“, „განათლებული ადამიანის“ სახის შექმნა, რაც საბედნიეროდ არ გამოუვიდათ. ეგაა და ეგ” – წერს გაბრიჭიძე.