საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ვატო შაქარიშვილი, იმ ოპოზიციური პარტიების მისამართით, რომლებმაც დაფინანსების თხოვნით ცესკოს მიმართეს, განცხადებას ავრცელებს.
შაქარიშვილმა ასეთ პარტიებს პარაზიტები უწოდა, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯზე იკვებებიან.
“ბოიკოტის მიუხედავად, ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკო-ს დაფინანსების მოთხოვნით მიმართეს, პარაზიტები, რომლებიც ბიუჯეტის ხარჯზე იკვებებიან!
საკრებულოს მაგალითზე გეტყვით – ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარი პარტიული ტელევიზიებიდან გაჰკივიან არიქა და ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შემცირდესო, თვეების და წლების განმავლობაში არ დადიან საკრებულოს სხდომებზე, არ მონაწილეობენ საკრებულოს კომისიების მუშაობაში, არ ახორციელებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს! ამ დროს მაინც იკავებენ თანამდებობებს; ყავთ მოადგილეები/თანაშემწეები; იღებენ მაღალ ხელფასებს, სარგებლობენ სახელმწიფო ავტომობილებით(შესაბამისად საწვავით), ყავთ აპარატები, სადაც დასაქმებულია მათი პარტ.აქტივი, რომლებიც სამსახურში სიარულის ნაცვლად, ხან ცესკოს შენობას ესხმიან თავს და ხან სხვა სახელმწიფო დაწესებულების შტურმში მონაწილეობენ…
ეს არის სიმართლე და სანამ, პოპულიზმით გაჯერებულ ტყუილებს იტყვიან, საკუთარი თავიდან დაიწყონ და უარი თქვან საბიუჯეტო თანხებზე და სხვა “პრივილეგიებზე”, რომლებსაც არ იმსახურებენ!”, – წერს ვატო შაქარიშვილი.