ალეკო ელისაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
“იაგო ხვიჩიაზე და მის წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობაზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა. თუმცა იმით დავიწყებ რომ ყველა პედოფილი მძულს მთელი არსით და მათთვის არანაირი სასჯელი არ მენანება და არ დამენანება! იაგომ რაც თქვა აშკარად უშნოდ ნათქვამი იყო და მე როგორც აღვიქვი პედოფილიის გამართლება არ სურდა. არც მჯერა რო სურდა. მისი უშნოდ ნათქვამი ხელზე დაიხვიეს და მისი ასეთი გაშმაგებული ლანძღვა არის მეტისმეტი! შეეშალა კაცს, არ გამოუვიდა სათქმელი და ნუ აცვამთ ეხლა ჯვარზე. ჩემი და გირჩის აზრები ძალიან ბევრ რამეში სასტიკად არ ემთხვევა ერთმანეთს და არც დაემთხვევა, მაგრამ ქართველ პოლიტიკოსებს შორის იშვიათად მინახავს იაგოსავით თავისი სიტყვის ასე ერთგული და წესიერი კაცი. ეს მინდოდა მეთქვა”, – წერს ალეკო ელისაშვილი.
კომენტარები