ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებლების მიმართ ყველაზე მძიმე სასჯელიც კი არ დამენანებოდა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს.
“მოკლედ, რადგან სერიოზული თემაა, მეც დავწერ ჩემს აზრს სერიოზულად.
1. პედოფილის ადგილი ციხეშია. აქ ჩემი პოზიცია ცალმხრივია. არაფერი შველის მაგ ამბავს და ბავშვები უნდა იყვნენ დაცული. ერთი სიტყვით, მანდ იზოლირებაა საჭირო – სამუდამოდ ციხეში გამომწყვდევაც არ დამენანებოდა, მაგრამ თუ გარეთ გამოდის, კონტროლი აუცილებელია. ეს იზოლირება იქნება თუ რამე სხვა ფორმა, მოვისმენ იდეებს.
2. მკურნალობის თემაზეც დაიწერა. ჩემი ღრმა რწმენით, ეგ არ იკურნება, მაგრამ ამაზეც მოვისმენ მოსაზრებებს.
3. პედოფილიის ამსახველი პორნოგრაფიის შეძენა-შენახვა ისჯება კანონმდებლობით და ვფიქრობ, ეს სწორია. თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი ვიდეოს შემძენი უნდა მოექცეს ყურადრების ცენტრში და ბავშვები უფრო მეტად იქნებიან დაცული, თუნდაც პრევენციულად. მაგრამ ამგვარი ვიდეოს ყურება იმთავითვე ნიშნავს, რომ ადამიანი პედოფილია ? არა. ეს გამოძიების საგანია. ჰქონდა თუ არა ამ ადამიანის მხრიდან ბავშვებთან დაკავშირებული ძალადობრივი მცდელობები, გამოიხატა თუ არა ეს რაიმე ფორმით ? თორემ შეძენისთვის ისედაც არსებობს სასჯელი.
4. ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებლების მიმართ ყველაზე მძიმე სასჯელიც კი არ დამენანებოდა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია.
5. მიუხედავად იაგოს სტატუსისა, მას ყოველთვის მივესალმები, გავეხუმრები, დავთაგავ (ვისაც ჩემი თაგი არ მოეწონა, მათთვის). არ მივიჩნევ მას პედოფილიის მხარდამჭერად და წამახალისებლად. ვფიქრობ, უბრალოდ აზრი გამოთქვა. მოგვეწონა თუ არა, ეს მეორე საკითხია. არჩევნები არის გზა, სადაც პოლიტიკოსის ბედი წყდება”, – წერს ვახო სანაია.