ნაჩქარევად გამოშვებული ვაქცინის საიმედოობა, ტყუილად არ მიაჩნიათ საეჭვოდ, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში კოვიდის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. ეს ტიპი ადრინდელზე 2-ჯერ სწრაფად ვრცელდება. გავრცელების ახალი ტალღა სრული ჩაკეტვის გაუქმებიდან 10 დღეში დაიწყო. სპეციალისტები მიზეზად, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, წესების დარღვევებით სავაჭრო ცენტრებში მივარდნას ასახელებენ.
ლონდონმა ახალი წერტილოვანი შეზღუდვების შემოღება დაიწყო.
ინგლისში კორონავირუსით, ყოველ დღეს, 400-ზე მეტი ადამიანი იღუპება.
როგორც გავიგე, რფ-ის დუმის მესამედზე მეტმა კორონავირუსი გადაიტანა. რუსული ვაქცინის გაკეთების შემდეგ რამდენიმე მათგანს ვირუსი მაინც შეეყარა. ასე რომ, ნაჩქარევად გამოშვებული ვაქცინის საიმედოობა, ტყუილად არ მიაჩნიათ საეჭვოდ“, – წერს ამირან სალუქვაძე.
“ნაჩქარევად გამოშვებული ვაქცინის საიმედოობა, ტყუილად არ მიაჩნიათ საეჭვოდ”
2020/12/15 14:05:35
ნანახია: 798 ჯერ