ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ნაცმოძრაობიდან“ წასული გრიგოლ ვაშაძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„სულ ვფიქრობდი და კერძო საუბრებში მითქვამს არაერთხელ, რომ გრიგოლ ვაშაძე ბოლომდე ვერ ეწერებოდა და ვერც ჩაეწერებოდა „ნაცმოძრაობის“ ანსამბლში, მისი ცხოვრებისეული გზიდან და კიდევ ბევრი სხვა სუბიექტურ-ობიექტური ფაქტორიდან გამომდინარე. სხვები არ მეთანხმებოდნენ.
ვაშაძე ცუდი მსახიობივით ცდილობდა, დამსგავსებოდა „კლასიკურ ნაცს“, მაგრამ არ გამოსდიოდა და ამის არშემჩნევა შეუძლებელი იყო.
კარგია, რომ მართალია გვიან, მაგრამ მაინც იპოვა საკუთარ თავში ძალა, გამოთხოვებოდა მავნებელთა თავყრილობას. ვფიქრობ, არ იქნება უკანასკნელი ამ კუთხით“, – წერს ანჯაფარიძე.
კომენტარები