შოთა არველაძის „ფახთაქორმა“ უზბეკეთის თასი მოიგო. „ფახთაქორი“ ქვეყნის თასის ფინალში „ოლმალიკს“ შეხვდა, სადაც გუჯა გრიგალაშვილი და მათე ვაწაძე თამაშობენ. დრაგანჩერანის დუბლით და იალოლიდინ მაშარიპოვის გოლებით ფახთაქორმა 3:0 გაიმარჯვა.
კლუბმა უზბეკეთის თასი ისტორიაში მე-13-ედ მოიპოვა, არველაძემ კი ეს ტიტული გუნდს ზედიზედ მეორედ მოაგებინა.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძის “ფახთაქორი” წელს უზბეკეთის ჩემპიონიც გახდა და სეზონი ორი ტიტულით დაასრულა.
კომენტარები