,,ნაციონალური მოძრაობის” სურვილის მიუხედავად, მითი ერთპარტიული პარლამენტის შესახებ დღეს დაიმსხვრა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე პრაგმატული პოლიტიკოსები ,,ბიზნესმენები” აღმოჩნდნენ, – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე.
ბოჟაძე იმედს გამოთქვამს, რომ სხვა პარტიებიც შეასრულებენ ამომრჩევლის და არა ,,გაქცეული პრეზიდენტის” დაკვეთას და შეუდგებიან საპარლამენტო საქმიანობას.
,,2020 წლის 31 ოქტომბერს 1 992 891-მა ამომრჩეველმა 9 საარჩევნო სუბიექტი/14 პოლიტიკური პარტია აირჩია საქართველოს პარლამენტში. ,,ნაციონალური მოძრაობის” სურვილის მიუხედავად, მითი ერთპარტიული პარლამენტის შესახებ დღეს დაიმსხვრა, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე პრაგმატული პოლიტიკოსები ,,ბიზნესმენები” აღმოჩნდნენ. ვფიქრობ, სხვა პარტიებიც შეასრულებენ ამომრჩევლის და არა ,,გაქცეული პრეზიდენტის” დაკვეთას და შეუდგებიან საპარლამენტო საქმიანობას“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.