კატარში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 5 მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.
ამასთან, საქართველოს ნაკრები ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გავიდა.
ტურნირის გამარჯვებული 100 კგ წონითი კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი გახდა, ხოლო 81 კგ წონით კატეგორიაში – ტატო გრიგალაშვილი. ვერცხლის მედალი ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს პრიზიორები კი ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ლაშა ბექაური (-90 კგ) გახდნენ.
კომენტარები