სიმართლე გითხრათ კარგად არ მესმის, თუ რატომ არ დათანხმდა ოპოზიცია ამ კომისიას, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, „ქართული ოცნების“ ინიციატივას 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, თუ ეს იდეა კიდევ გაცოცხლდება და საბოლოო ჯამში ვიღაც 31 ოქტომბერს მომხდარ სიტუაციას გამოიძიებს, კარგი იქნება.
„ჯერ სხვა პრობლემაა გადასაწყვეტი და ჯერ არ ვიცით შედგება, თუ არა პალრამენტი“, – ასე უპასუხა მეგრელიშვილმა კითხვას, ჩაერთვება თუ არა მუშაობის პროცესში.
კომენტარები