მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიას მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრამდე ბიზნესმენებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა განხილვასაც პრემიერ-მინისტრთან აპირებენ. მათ შორის არის ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქება და ბიზნესისთვის შაბათ-კვირას მუშაობის უფლების მიცემა. შეხვედრას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.
შეხვედრა პრემიერის პირადი დავალებით დაინიშნა.
კომენტარები