სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი. ეს არის „ურბანული გენოციდის“ მაგალითი, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნებართვის გამცემები და მიმღებები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ და მაღალ კორპუსს ჩადგამდა ამ ტერიტორიაზე. არანაირად არაა განსაზღვრული გზების განვითარება, რეკრეაციულ სივრცეებზე საერთოდ არაა საუბარი. ელემენტარულად, რომ შეხვიდე, შეიძლება ვეღარ გამოხვიდე, თუ იქ არ ცხოვრობ და არ იცი კონკრეტული ქუჩები. ტყვარჩელის ქუჩის N5-ში, სადაც ბარაკული ტიპის სახლები იყო განთავსებული. განხორციელდა ამ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა, ამ დღეებში დაიწყება ბარაკების დემონტაჟი და ამ ფართობზე სკვერის მოწყობა. შესაბამისად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ე.წ. ბარაკები დაინგრევა და კორპუსის ნაცვლად სკვერი მოეწყობა. ამ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს“, – განაცხადა კალაძემ.