საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 469 პაციენტი, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში 18 015 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 11 021, „პისიარ“-ტესტი – 6 994.
კომენტარები