მოლაპარაკებები უნდა შედგეს, არ არსებობს, რომ ვერ შედგეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მოლაპარაკებები უნდა შედგეს, არ არსებობს, რომ ვერ შედგეს. მე ასე არ მგონია, რომ ყველას ერთ საცივში აქვს თავი ჩაყოფილი. უმეორებენ – „თქვენ საცივში გაქვთ თავი ჩაყოფილი“ და მიშა სააკაშვილის ფაქტორი არის გადამწყვეტი. თუკი საცივიდან მართლა ვიღაცას თავის ამოყოფა სურს, გაიხედ – გამოიხედოს, რა პროცესები მიდის ქვეყანაში, რეგიონში, მსოფლიოში და აქედან მიიღოს გადაწყვეტილება. მე უფლებას ვიტოვებ, რომ იმედი მქონდეს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები