“კარგად იყვნენ ოჯახში, დედასთან, მამასთან… ბაზარშიც მიდიოდა, მაღაზიაშიც. ჩაკეტილი იყოო და არ ვიცი”, – ამის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი თელავში მომხდარ საზარელ მკვლელობაში ბრალდებულზე საუბრობს.
ადგილობრივები ტელეკომპანია “პირველთან” მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ საუბრობენ.
“კარგად იყვნენ ოჯახში, დედასთან, მამასთან… ბაზარშიც მიდიოდა, მაღაზიაშიც. ჩაკეტილი იყოო და არ ვიცი. თბილისში იყო”, – აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
“ერთი წყნარი ოჯახი იყო, თვითონაც კარგი ბიჭი იყო. თბილისში სწავლობდა, მერე ჯარში წაუყვანიათ, მერე ჩამოვიდა, სამსახური ვერ იშოვა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
“მიდიოდა-მოდიოდა, არაფერი ეტყობოდა, რომ რამეს ჩაიდენდა, თუ მაღალჩინოსანი ბიძა არ გყავს ან რაღაც, ამ ცხოვრებაში დამკვიდრება ძნელია”, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ცნობისთვის, თელავში მკვლელობა გუშინ მოხდა. მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებული 27 წლის მამაკაცი დაკავებულია. შსს-ს ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.