ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი, ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს. ამის მიზეზი მისი მხრიდან არაკორექტული რეპლიკები გახდა.
„კაცი არ მომიკლავს, თქვენი დედა“- ამბობდა ჩიქოვანი.
მანამდე, მან დედას მიმართა და უთხრა, რომ არ ინერვიულოს.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე 3 დაკავებულის მიმართ განაჩენი მოსამართლე ბიძინა სტურუამ რამდენიმე წუთს წინ გამოაცხადა.
არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ორი ბრალდებული არასრულწლოვნის მიმართ კი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.
კომენტარები