გიორგი შაქარაშვილის საქმის ფიგურანტის ვახტანგ ჩიქოვანის დედა ნინო ჩიქოვანი მედიასთან სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.
„არ მაქვს შეფასების თავი. ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. 16-წლიანი სასჯელის შემდეგ ნამეტანი მშვიდად შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება. დავმშვიდდებით და ყველაფერს კარგად მივიღებთ“, – განაცხადა ვახო ჩიქოვანის დედამ.
კომენტარები