ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 33 წლის ამერიკელი ტეილორ ფრიცი ორ სეტში, 7(7):6(3), 6:1 დაამარცხა.
ფინალში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-13 ჩოგანი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში რუს ანდრეი რუბლიოვს სძლია.
დოჰას ტურნირის ფინალი 13 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.
კომენტარები