ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა რომელ მწარმოებელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობა და რა ეტაპზეა ეს პროცესი. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„შემდეგი კვირის ბოლოს ველოდებით Pfizer-ის 49 500 დოზას. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება დამატებით 150 ათასი დოზის შესყიდვაზე AstraZeneca-სთან. ამ მიმართულებით გვაქვს როგორც ხელშეკრულებები, ასევე გადარიცხული არის თანხაც, თუმცა დადასტურებული თარიღი არ გვაქვს. მაგრამ სავარაუდოდ აპრილის პირველ ნახევარში უნდა შემოვიდეს დამატებითი 150 ათასი დოზა. დადასტურებული კონტრაქტები ასევე არის ჩინური ვაქცინების მიმართულებით. ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა Moderna-ს ვაქცინაზე. დოზები შეკვეთილია, თუმცა მნიშვნელოვანი არის ის შემდგომი მუშაობა, რომელიც აზუსტებს მოწოდების თარიღს“, – განმარტა ტიკარაძემ.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან იწყება. AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა მედპერსონალისთვის არის განკუთვნილი. ვაქცინაციის ხარჯებს სახელმწიფო სრულად ფარავს.