ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მიხო ,,ქართული ოცნების” მიერ გამოცემულ ჟურნალს დაათრევს და ბიძინა ივანიშვილის აშენებულ ობიექტებს თავის აშენებულად ასაღებს.
მე ავაშენეო, მეო, სკოლებიო, საავადმყოფოებიო, ასეულობითო, ათასეულობითო. თეატრებიო… რაც მთავარია, ოპერის თეატრიო.
კარგად შემომხედეთ, ფაქტობრივად აღმაშენებელი გახლავართო!
მე ვაშენებდი, ქვეყანას ვაუვავებდი, ბიძინა კიდე ანგრევს და აპარტახებსო!
უკრაინელები სხედან, უსმენენ, ხან იღიმიან, ხან ცდილობენ, შეეკამათონ, მაგრამ ეს ბაიყუში თავისას უბერავს – მე ვარ და ჩემი ნაბადი, ჩემამდე საქართველო არ იყო, არ არსებობდა, ქართველებმა კიტრის მწნილის ჩადებაც კი არ იცოდნენო, ყურებიანი ქუდებით დადიოდნენ, თანაც ულვაშებითო. ნუ, ეხლა ბუბას, გრიგოლს და რომანს რო ულვაშები აქვთ, ეგ არ ითვლებაო. ქართველებს კაკლი მურაბი გაკეთებაც მე ვასწავლეო!
ტაში, კუკური!” – წერს ზედელაშვილი