დღეს ყველასთვის ყველაზე მთავარია, ჩემი კოლეგა იყოს ჯანმრთელად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. საუბარია 27 წლის ექთანზე, რომელსაც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა.
„სამწუხაროდ, ანაფილაქსიური რეაქცია თანმდევია არა მარტო ნებისმიერი წამლის ან ნებისმიერი ვაქცინის, არამედ როგორიც არის, ვთქვათ ფუტკრის ნაკბენი ან ბზიკის ნაკბენი“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
კომენტარები