Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია–ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე საზოგადეობისგან მიღებულ კითხვებს თავს უყრის სოციალურ ქსელში და ანაფილაქსიასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს პასუხობს.
მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
ბევრი წერილი შემოვიდა და პაციენტებისთვის, აქ წერია მოკლედ 💜
📌 რა დროში იწყება ანაფილაქსია?
👉 5-30 წთ-ში მედიკამენტის გაკეთებიდან
📌 არის რამე ტესტი რომ ვიცოდე, მექნება თუ არა ანაფილაქსია?
👉 სამწუხაროდ, არა
📌 თუ მაქვს ალერგიის მძიმე ანამნეზი, რა მომეთხოვება?
👉 ადრენალინის აუტოინექტორი (აქვთ კლინიკაში)
📌 რა არის ანაფილაქსიის პირველი ნიშნები, რას მივაქციო ყურადღება?
👉 უმთავრესად ეს არის ქავილი მთელი სხეულის, გამონაყარი ჭინჭრის ციების (ურტიკარიის) სახით, ზოგჯერ წვის შეგრძნება და შეხურება
👉 70%-ში სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება სასუნთქი გზების შევიწროების გამო. შეიძლება თანხლებული იყოს ხმის ჩახლეჩით, ხველით.
👉 10-40%-ში ახლავს წნევის დაქვეითება. კლასიკურად სისტოლური წნევა ქვეითდება და ჩამოსცდება 90-ს; წნევის დაქვეითების პარალელურად პაციენტებს გულისცემა უხშირდებათ და უჩივიან გულის არეში უსიამოვნო განცდას;
👉30-40%-ში ერთვის მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ღებინება.
👉 20%-ში ენის და ხორხის შეშუპება, რასაც პაციენტი გრძნობს წვის შეგრძნებით და ჩასუნთქვის გაძნელებით
📌 რა იწვევს ანაფილაქსიას?
👉 ჩვენი პოხიერი უჯრედების და ბაზოფილების მიერ ჰისტამინის ჭარბი გამოყოფა
📌 რა ხდება ანაფილაქსიის მძიმე ფორმების დროს?
👉 ჭარბად გამოყოფილი ჰისტამინი იწვევს:
1. სასუნთქი გზების შევიწროებას (ბრონქოსპაზმი), რთულდება ასფიქსიით
2. სისხლძარღვების გაფართოებას და გულისკენ სისხლის მიდინების (პრედატვირთვის) შემცირებას (რთულდება დისტრიბუციული შოკით)
3. გულის კუმშვადობის დაქვეითებას (რთულდება კარდიოგენური შოკით)
📌 რით მრთავდება ანაფილაქსია?
👉 98-99.3%-ში პაციენტის გადარჩენით, თუ მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდება ადრენალინის ინიექცია (კლასიკურად ბარძაყის კუნთში). ასევე სითხეების გადასხმა ინტრავენურად, ჟანგბადის მიწოდება, სტეროიდული ჰორმონების გამოყენება საჭიროებისამებრ
📌 შეიძლება ადრენალინი გამიკეთდეს და არ იყოს ეფექტური?
👉 ძალიან იშვიათად
👉 ადრენალინი შეიძლება არ იყოს ეფექტური, თუ თქვენ სვამთ ბეტა-ბლოკერებს. ეს აუცილებლად უნდა აცნობეთ ექიმს! ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება გლუკაგონი ინტრავენურად
📌 რა შეიძლება იყოს ანაფილაქსიის დროს გარდაცველების მიზეზი?
👉 ასფიქსია, სასუნთქი გზების შეშუპების გამო
👉 დისტრიბუციული შოკი, რადგან სისხლი პერიფერიაზე რჩება და გულისკენ აღარ იგზავნება
👉 მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმის გამო
📌 რა არის ალბათობა, რომ დამემართება ანაფილაქსია?
👉 ზოგადი ალბათობა არის 0.05%”- წერს გიორგი ღოღობერიძე.