საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში სტუმრად, ქალაქ კალინინგრადში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 23:6 დაამარცხა.
პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების სასარგებლოდ, ანგარიშით 16:3 დასრულდა. ორი ჯარიმა და ერთი ლელო თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, კიდევ ერთი ლელო კი აკაკი ტაბუცაძემ დადო.
მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლებმა სხვაობა 10 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მე-60 წუთზე დავით ნინიაშვილმა დადო ლელო, რომელიც წარმატებით თედო აბჟანდაძემ გარდასახა.
მომდევნო კვირას, ქართველი მორაგბეები „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მეოთხე ტურში რუმინეთს უმასპინძლებენ, რომელსაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრის 30% დაესწრება.
კომენტარები