ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილ დათა ვანიშვილს 22 მარტს დაკრძალავენ.
მავთულხლართების გამო ოჯახისთვის სამძიმრის თქმა თანასოფლელებსა და ხურვალეთში ჩასულებს შორიდან უწევთ.
დათა ვალიშვილის მეუღლე ჟურალისტებს მეუღლის ანდერძზე ესაუბრა.
მისი თქმით, დათა ვალიშვილის ბოლო სიტყვები იყო, რომ მის მსგავსად სიცოცხლის ბოლო წუთამდე ისიც არ წასულიყო.
„ჩამოვიდნენ ნათესავები. რუსებიც იყვნენ მოსულები და გვითხრეს თუ მოსვლა უნდა ვინმეს მოვიდესო. ყველა გვეხმარება, ქართველებიც და ოსებიც. ქართველებმა საკაცე და პროდუქტი გადმოგვაწოდეს, ოსური წინაგარადან ბიჭები იყვნენ მოსულები კიბე გაგვიკეთეს. შვილებმა მითხრეს ჩვენთან წამოდიო, რადგან მარტო დავრჩები ამის მერე აქ, მაგრამ არსად წავალ.
დათამ ხელზე მაკოცა და მითხრა, როგორც მე არ დავტოვე სახლი და დავიცავიო, შენც არსად წახვიდეო, აი აქ, ფეჩთან იყავიო და ქართველები დაგეხმარებიანო“, – განაცხადა ვალია ვანიშვილმა.
გამყოფ ხაზთან უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ვალია ვანიშვილმა თანაგრძნობისა და დახმარებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, რადგან საფლავის გამზადება ვერ მოასწრეს, დათა ვანიშვილს ხვალ დაკრძალავენ.