თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი, კოლეგებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
“ჩემი ცხოვრების საუკეთესო 20 წელი (ცოტა მეტიც) ჟურნალისტიკაში გავატარე. კორესპოდენტიც ვიყავი, რეპორტიორიც, წამყვანი, რედაქტორი, პროდიუსერი…
დღესაც მედიას ვემსახურები, მთელი გულით და სიყვარულით.
ასე რომ, ეს დღე ჩემთვისაც ისევე ძვირფასია, როგორც თქვენთვის, ჩემო ჟურნალისტო მეგობრებო.
მერე რა, რომ ზოგჯერ ჩვენი აზრები არ ემთხვევა ერთმანეთს, ვკამათობთ ან ვთანხმდებით, მთავარია საკუთარ სინდისთან ვიყოთ მართლები და არასდროს მოვატყუოთ მკითხველი, მსმენელი ან მაყურებელი.
გილოცავთ და ბევრ კარგ ამბავს გისურვებთ მეგობრებო!”
კომენტარები