ახალი დეტალები 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეში. ახალციხეში, კლინიკა “იმედის” რეანიმატოლოგი ამბობს, რომ 27 წლის ექთნის აცრის დროს, კლინიკაში არ იმყოფებოდა. როგორც გიორგი აფციაური განმარტავს, აცრის პროცესში რეანიმატოლოგის დასწრებას პროტოკოლი არ ითვალისწინებს.
იმ მომენტში ნამდვილად არ ვიყავი ადგილზე, გასული ვიყავი კლინიკიდან. პროტოკოლი არც ითვალისწინებს, რომ რეანიმატოლოგი ესწრებოდეს აცრებს, ეს არ არის პროტოკოლში. გასული ვიყავი კლინიკიდან, ვაპირებდი შეხვედრაზე მისვლას გუბერნიაში, თუმცა არის ისეთი ინფორმაცია გავრცელებული, თითქოს მე უკვე შესული ვიყავი ვესწრებოდი შეხვედრას. მე მანქანა არც გამიჩერებია, არც ჩამიქვირა, როგორც კი ზარი შემოვიდა, მოვატრიალე მანქანა და წამოვედი. ჩემ აქ მოსვლას დაახლოებით 2 წუთი დასჭირდა, – თქვა აფციაურმა.
კომენტარები